ენციკლოპედია
მთის არწივი

ფოტო: Анна Голубева (CC-BY-NC-ND) · iNaturalist

მთის არწივი

Golden eagle

Aquila chrysaetos

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

2.8–4.6 kg

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 1,119 ჩანაწერი.

ხმა

begging call · Vindeln, Vindeln Municipality, Västerbottens län, Sweden · Lars Edenius (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1045328

აღწერა

მთის არწივი (ლათ. Aquila chrysaetos) — ფრინველი ქორისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 76–89 სმ, ფრთების შლილი 190–227 სმ, მასა 6,5 კგ-მდე; დედალი მამალზე დიდია. აქვს შედარებით მოკლე, მაგრამ ძლიერი ნისკარტი, პროპორციულად გრძელი კუდი და ფრთები, რომლების ბოლოებზე ბუმბული თითებისებურადაა განლაგებული, გრძელი ბრჭყალები. ზრდასრული მუქი ყავისფერია, ოქროსფერი თავით. კუდის ბოლოში აქვს ფართო შავი ზოლი. იგი მკვეთრად ეტყობა ახალგაზრდას, რომელსაც თეთრი კუდის ძირი და ამავე შეფერილობის თეთრი ლაქები აქვს ფრთებზე. ფრთის ქვედა მხარე მუქი მურაა. ხმა — თავისებური ყივილი „კეკ-კეკ-კეკ“.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ქორისნაირნი
ოჯახი
ქორისებრნი
გვარი
არწივი
სახეობა
მთის არწივი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)