ქორცქვიტა
Levant sparrowhawk
Accipiter brevipes
საქართველოში აღმოჩენილია 3,373 ჩანაწერი.
ხმა
call, flight call, song · Kerkini Lake, Greece · Stanislas Wroza (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1134997
აღწერა
ქორცქვიტა, ევროპული ქორცქვიტა (ლათ. Accipiter brevipes) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 30–38 სმ, ფრთების შლილი 65–75 სმ. დედალი მამალზე დიდია. მამლის ზურგი ვეჟან-რუხია, მუცელზე ვიწრო წითური განივი ზოლები გასდევს; დედლის ზურგი უფრო მეტად მურაა, ზოლები მასაც აქვს. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში; გადამფრენი ფრინველია, იზამთრებს აღმოსავლეთ აფრიკიდან ირანამდე; გვხვდება საქართველოშიც. ადის ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე. ბინადრობს ჭალის ტყეებში, კორომებში, ბაღებსა და პარკებში, სადაც მაღალი ხნიერი ხეებია. ბუდეს ხეზე, მაღლა აშენებს. დებს 3–4 კვერცხს. დედალი კრუხობს 33–35 დღის განმავლობაში. იკვებება ხვლიკებით, მღრღნელებით, დიდი ზომის მწერებით, პატარა ფრინველებით. შუა აზიაში ბეღურების განადგურებით სარგებლობა მოაქვს. შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ქორისნაირნი
- ოჯახი
- ქორისებრნი
- გვარი
- Accipiter
- სახეობა
- ქორცქვიტა
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















