ენციკლოპედია
ბეგობის არწივი

ფოტო: Coby Meester (CC-BY-NC) · iNaturalist

ბეგობის არწივი

Imperial eagle

Aquila heliaca

მოწყვლადი (VU)ფრინველები

წონა

2.45–2.72 kg

📍

საქართველოში აღმოჩენილია 1,011 ჩანაწერი.

ხმა

flight call · Al Qudra Pivots, Dubai, United Arab Emirates · David Darrell-Lambert (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1073433

აღწერა

ბეგობის არწივი (ლათ. Aquila heliaca) — მტაცებელი ფრინველი ქორისნაირთა რიგისა. სხეულის საერთო სიგრძე 72–84 სმ აღწევს, ფრთების შლილი 180–215 სმ, მამლის მასა 2,4–4,0 კგ, დედლისა — 2,8–4,5 კგ; დედალი მამალზე დიდია. საერთო შეფერილობა მოყავისფრო-შავია. მოყავისფრო თხემი და კეფა კონტრასტულად ჩანს მუქ ყელთან და მკვეთრად ემიჯნება მუქ შუბლს. შედარებით მოკლე კუდი ბოლოვდება ფართო შავი არშიით, გასდევს მუქი ფერის მრავალი ვიწრო ზოლი, ზედა მხარე ღია ნაცრისფერია. მხრებზე აყრია პატარა თეთრი ლაქები. ახალგაზრდა ფრინველი უფრო ღია ფერისაა — საერთო შეფერილობით მოყვითალო-ჟანგისფერი, ზურგზე მურა, მუცელზე — წითურ-ყავისფერი, გასდევს მუქი ღერძულა ზოლები. მეორე ხარისხის მომქნევი ბუმბულების მოსაზღვრე პირველი ხარისხის მომქნევები ღია ფერისაა. სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება. ფრენის დროს ფრთებს ღრმად და მძიმედ იქნევს; ბოლოებზე განლაგებული ბუმბულები თითისებურად ჩანს, კუდი — ძალიან მოკლედ. ხმა — ძლიერი „კიავ-კიავ“.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
ქორისნაირნი
ოჯახი
ქორისებრნი
გვარი
არწივი
სახეობა
ბეგობის არწივი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)