ენციკლოპედია
შავყელა მურტალა

ფოტო: Paul Cools (CC-BY-NC) · iNaturalist

შავყელა მურტალა

Eared grebe

Podiceps nigricollis

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

215–450 g

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 1,707 ჩანაწერი.

ხმა

call, song · Arrondissement de Dunkerque (near Gravelines), Nord, Hauts-de-France, · Julien Piette (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1084603

აღწერა

შავყელა მურტალა, ყურებიანი მურტალა (ლათ. Podiceps nigricollis) — წყალმცურავი ფრინველი მურტალასებრთა ოჯახისა. საშუალო სიდიდისაა, სხეულის სიგრძე 28–34 სმ-ია, ფრთა 12–14,5 სმ, ფრთების შლილი — 52–55 სმ, ნისკარტი — 20–25 მმ, მასა — 300–400 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება. ზრდასრული ფრინველი ზაფხულში ზურგის მხარეს მურა-შავია. თავი და კისერი ზემოდან — კიდევ უფრო მუქი შავი. ყურების მიდამოებში გრძელი და წვრილი, მოყვითალო, ოქროსფერი და ქარცი ბუმბულთა კონებია. სხეულის გვერდები ქარცია, აყრია მუქი ლაქები. კუდქვეშა ბუმბულები კვამლისფერია, კისერი ქვემოდან და ჩიჩახვი შავი; დანარჩენი ქვემო მხარე — თეთრი. მეორე რიგის მომქნევი ბუმბულები და რამდენიმე შიგნითა პირველი რიგის მომქნევი თეთრია. ნისკარტი — შავი, ნესტოებთან ოდნავაა ჩაზნექილი, ხოლო წვერო ზემოთკენ წამოწეულია. ფეხები გარეთა მხრიდან მოშავოა, შიგნითა მხრიდან — წენგოსფერ-რუხი. თვალები წითელია. ზამთარში ზემო მხარე მურა-შავი ხდება, ქვემო მხარე, ყელისა და თავის გვერდების ჩათვლით — თეთრი. კისრის წინა მხარე კვამლისფერია. წაგრძელებული ბუმბულები თხემზე და ყურების მიდამოებში აღარ არის. ცურვის დროს კისერი ვერტიკელურადაა დაყენებული. ფრენის დროს შეიმჩნევა ფრთების მუქი ბოლოები. ფეხები საკმაოდ უკან აქვს განლაგებული. თითოეული თითზე შემოკრულია ფართო ლაპოტები. გამოსცემს საკმაოდ მრავალფეროვან ხმებს — მაგ., „პიიტი“ ან „უიტ“ და რაკრაკის ხმები.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მურტალასნაირნი
ოჯახი
მურტალასებრნი
გვარი
მურტალა
სახეობა
შავყელა მურტალა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)