მცირე მურტალა
Little grebe
Tachybaptus ruficollis
წონა
150–250 g
საქართველოში აღმოჩენილია 2,284 ჩანაწერი.
ხმა
nocturnal flight call · Arrondissement Brugge (near Brugge), West-Vlaanderen, Vlaams Gewest, · Vandousselaere Patrick (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1139499
აღწერა
მცირე მურტალა (ლათ. Tachybaptus ruficollis) — ფრინველი მურტალასებრთა ოჯახისა. მურტალებს შორის ყველაზე პატარაა, მისი სხეულის სიგრძეა 25–29 სმ, ფრთის შლილი 40–45 სმ, ფრთის სიგრძეა 9—11 სმ, ნისკარტისა — 1,6–2,6 სმ, მასა — 150–250 გ. სიდიდესა და შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება. ზრდასრული ფრინველი გაზაფხულზე ზურგის მხარეს, ნაწილობრივ ლოყებზეც, მურა-შავია. შავი ფერის ნიკაპის შუა ნაწილში ხშირად მოთეთრო ბუმბულები ურევია. თავის გვერდები თითქმის თვალებამდე, კისერი წინიდან და გვერდებიდან მოწაბლისფრო-ჟღალია. ჩი6ახვი, ფრთების ზემო მფარავები და პირველი რიგის მომქნევები მოშავომურაა. სხეულის მუცლის მხარე ან თეთრია, მუქი ლაქებით, ან მუქია, თეთრის მცირე ნარევით. რუდიმენტულ საჭის ბუმბულებს შორის თეთრიც ურევია. მეორე რიგის მომქნევების უმრავლესობა თეთრია. ზამთარში სხეულის ზედა მხარე მურაა, ნიკაპი და ყელი — მოთეთრო, კისერი წინიდან და გვერდებიდან, ჩიჩახვი და სხეულის გვერდები ჟანგმიწისფერ-ქარცია. ქვემო მხარე მოთეთროა, მუცლის უკანა ნაწილი — მურა-კვამლისფერი. ნისკარტი შავია, რომლის წვერო და ძირი მოყვითალოა. ფეხები მომწვანო-წენგოსფერია, თვალები — მურა ფერის. ახასიათებს მოყვითალო-მწვანე ლაქა ნისკარტთან. გამოარჩევს აგრეთვე ფუმფულა უკანა ნაწილი. თითოეული თითი შემოვლებულია ფართო ლაპოტით. ხმა — მაღალი მელოდიური „უიტ-უიტ“, რომელიც ფლეიტისებრ რაკრაკში გადადის.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- მურტალასნაირნი
- ოჯახი
- მურტალასებრნი
- გვარი
- მურტალა
- სახეობა
- მცირე მურტალა
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




