წითელყელა მურტალა
Horned grebe
Podiceps auritus
წონა
300–570 g
თანაცხოვრება
მონოგამური
საქართველოში აღმოჩენილია 100 ჩანაწერი.
ხმა
duet, song · Gäddsjön, Hudiksvall County, Gavleborg County, Sweden · Johan Södercrantz (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC994465
აღწერა
წითელყელა მურტალა, რქოსანი მურტალა (ლათ. Podiceps auritus) — ფრინველი მურტალასებრთა ოჯახისა. საშუალო ზომისაა, სხეულის სიგრძე 31–38 სმ-ია, ფრთისა — 13–15 სმ, ნისკარტისა — 2–2,7 სმ, ფრთების შლილი 55–74 სმ, მასა 400–500 გრამი. სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება. ზაფხულში ზრდასრული ფრინველის შუბლი, კეფა, კისრის უკანა მხარე, ნიკაპი და სხეულის ზურგის მხარე შავია, მაგრამ ზურგისა და მხრების ბუმბულების ცენტრები უფრო ღია ფერისა აქვს. საყელოს წაგრძელებული ბუმბულებიც შავია, თვალების ზემოთ და კეფის წაგრძელებული ბუმბულები ქარცი. კისრის წინა მხარე, ჩიჩახვი და გვერდებიც ქარცია, ფრთების ქვეშა ბუმბულები — თეთრი, ფრთების კიდეებზე მოწაბლისფრო ნარევით. მკერდი, მუცელი და გვერდები თეთრია. საჭის ბუმბულები შავია, მოწაბლისფრო-ქარცი ფერის ნარევით. მომქნევები მორუხო-მურაა, მეორე რიგის მომქნევების ნაწილი თეთრი. ზამთარში არ აქვს ყურებისა და საყელოს წაგრძელებული ბუმბულები. მთელი ზედა მხარე მუქი მურაა. თავის გვერდები, ყელი და მთელი ქვემო მხარე თეთრია. კისერი წინიდან და სხეულის გვერდები გამუქებულია. ნისკარტი სწორი და შავია, აქვს უფრო ღია ფერის წვერო. ცურვის დროს კისერი ოდნავ უკან აქვს გადაგდებული. გალო და გარეთა თითი გარეთა მხრიდან მომწვანო შავია. გალო შიგნითა მხრიდან და სხვა თითები მომწვანო-მურა ფერისაა. თვალები წითელია.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- მურტალასნაირნი
- ოჯახი
- მურტალასებრნი
- გვარი
- მურტალა
- სახეობა
- წითელყელა მურტალა
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




