რუხლოყება მურტალა
Red-necked grebe
Podiceps grisegena
წონა
30.5 g
თანაცხოვრება
მონოგამური
საქართველოში აღმოჩენილია 626 ჩანაწერი.
ხმა
duet, song · Männamaa, Hiiumaa Parish, Hiiu maakond, Estonia · Uku Paal (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1001320
აღწერა
რუხლოყება მურტალა (ლათ. Podiceps grisegena) — ფრინველი მურტალასებრთა ოჯახისა. საშუალო ზომისაა, სხეულის სიგრძე 40–50 სმ-ია, ფრთისა — 15–21 სმ, ნისკარტისა — 5–5,8 სმ, ფრთების შლილი 77–85 სმ-ია, მასა 600–700 გრამს შეადგენს. სიდიდესა და შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არ გამოიხატება. ზაფხულში თავი და კისერი ზემოდან შავი აქვს. კეფასა და კისრის უკანა ნაწილში ბუმბულები წაგრძელებულია. თვალების ქვეშ და ყურების უკან აქვს თეთრი ზოლები. თავის გვერდები (ახალგაზრდებში ზოლიანია), ნიკაპი და ყელი რუხია; კისერი წინიდან და ჩიჩახვი — ქარცი. დანარჩენი ქვემო მხარე თეთრია, სხეულის გვერდები — მორუხო-მურა ფერისა. ფრთის ზედა მფარავი და მომქნევი ბუმბულები მოშავოა, მაგრამ მეორე რიგის მომქნევების ნაწილი თეთრია. ზამთარში ზურგის მხარე მუქი მორუხო ფერისა ხდება. კისერი წინიდან და გვერდებიდან, აგრეთვე სხეულის გვერდები მოწაბლისფროა. დანარჩენი ქვემო მხარე — თეთრი. ნისკარტი შავია, მაგრამ ძირში მოყვითალო. არამობუდარი თითქმის მთლიანად ნაცრისფერია. გალო გარეთა მხრიდან და გარეთა თითი შავია, დანარჩენი თითები და გალო შიგნიდან — მოყვითალო-მურა. თითებს სათითაოდ შემოვლებული აქვს ლაპოტი. ხმა — დაბალი „კეკ-კეკ“, გაზაფხულზე — ძლიერი ყვირილი, რომელიც კვიცის ხმას მოაგონებს და ღრენაში გადადის.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- მურტალასნაირნი
- ოჯახი
- მურტალასებრნი
- გვარი
- მურტალა
- სახეობა
- რუხლოყება მურტალა
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




