კვათარი
Black-bellied plover
Pluvialis squatarola
წონა
190–280 g
საქართველოში აღმოჩენილია 680 ჩანაწერი.
ხმა
nocturnal flight call · Arrondissement Brugge (near Brugge), West-Vlaanderen, Vlaams Gewest, · Vandousselaere Patrick (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1136326
აღწერა
კვათარი, ტულესი (ლათ. Pluvialis squatarola) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლოებით 28 სმ, მასა 170–225 გრამი. სხვა მონათესავე სახეობებისგან განსხვავებით კვათარს პატარა უკანა თითი აქვს. ზაფხულში ზურგი ჭრელია, სხეულის ქვედა ნაწილი და იღლიის ბუმბულები შავი; ზამთარში შეფერილობა მოთეთროა. გავრცელებულია ტუნდრის ზონაში. გადამფრენი ფრინველია. იზამთრებს აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ავსტრალიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. დედალი დებს 4 (იშვიათად 3) კვერცხს. ინკუბაცია 23 დღე გრძელდება; ორივე მშობელი კრუხობს და ბარტყებზეც ორივე ზრუნავს. იკვებება მწერებით, ჭიებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებითა და თესლებით.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- მეჭვავიასნაირნი
- ოჯახი
- მეჭვავიასებრნი
- გვარი
- Pluvialis
- სახეობა
- კვათარი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















