მეტალახია
Broad-billed sandpiper
Calidris falcinellus
წონა
30–50 g
საქართველოში აღმოჩენილია 477 ჩანაწერი.
ხმა
flight call · Bang Pakong, Bang Pakong District, Chachoengsao, Thailand · David Darrell-Lambert (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1069326
აღწერა
მეტალახია, მეტალახე (ლათ. Limicola falcinellus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. ამავე დასახელების გვარის ერთადერთი წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძეა 15–18 სმ, მასა 30–50 გ. დედალი ზომებით მამალს აღემატება. ნისკარტი გრძელია, ბოლოში ქვევითა მხარეს მოხრილი. შუბლი და კეფა მუქი მურაა, სადაც ორი გრძივი, ვიწრო, მოთეთრო ზოლი გასდევს; თვალის ზემოდან ბევრად ფართო, ღია ფერის ზოლია. სხეულის ზედა ნაწილი მოშავო-მურად არის შეფერილი, აყრია წითური და თეთრი ფხაჭები, რაც წარმოქმნის ქერცლოვან შეფერილობას (ნახატს); კუდზედა ბულბული და სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია; კისერზე, მკერდსა და გვერდებზე მუქი, სამკუთხედის ფორმის ლაქები აყრია. ბუდობს ევრაზიის ტუნდრის სამხრეთ სარტყელში, ტყეტუნდრასა და ჩრდილოეთ ტაიგაში; იზამთრებს აღმოსავლეთ აფრიკის, სამხრეთ აზიის, ინდონეზიისა და ავსტრალიის სანაპიროებზე. ძირითადად სახლობს ჭაობებში, მთებში ადის ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე. იკვებება მცირე ზომის უხერხემლოებითა და წყლის მცენარეთა თესლებით. ბუდეს აკეთებს წყლით გარშემორტყმულ ბურცობზე ან ბუჩქზე. დედალი დებს 4 (ზოგჯერ 3) კვერცხს, კრუხობს მამალი დაახლ. 3 კვირის განმავლობაში; ბარტყებზეც, როგორც ჩანს, მხოლოდ ის ზრუნავს.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- მეჭვავიასნაირნი
- ოჯახი
- ჩიბუხასებრნი
- გვარი
- მექვიშია
- სახეობა
- მეტალახია
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















