ყელსახვევიანი წინტალა
Common ringed plover
Charadrius hiaticula
წონა
55–73 g
თანაცხოვრება
მონოგამური
საქართველოში აღმოჩენილია 1,552 ჩანაწერი.
ხმა
flight call · Degernäs, Umeå, Västerbottens län, Sweden · Lars Edenius (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1033971
აღწერა
ყელსახვევიანი წინტალა, საყელოიანი წინტალა (ლათ. Charadrius hiaticula) — ფრინველი წინტალების ქვერიგის მეჭვავიის გვარისა. მისი სხეულის სიგრძეა 18–20 სმ, მასა 55–73 გრამი. ტანი ჰორიზონტალურადაა დაყენებული, ფრთები გრძელი და მახვილია. ზურგი შეფერილია მორუხო-მურად; კეფასა და თავის გვერდებზე გასდევს გარდიგარდმო შავი ზოლები, კისერზე შავი რგოლი აქვს, რომელიც მკერდზე ფართოვდება და წარმოქმნის „ყელსახვევს“ (აქედან სახელწოდება); შუბლი, ყელი, კისერი და სხეულის ქვედა მხარე თეთრია. ნისკარტის წვერი შავი, მისი ფუძე და ფეხები ნარინჯისფერი. დედალ-მამალი ერთმანეთს ჰგავს. უმთავრესად გავრცელებულია არქტიკისა და სუბარქტიკის ზღვის სანაპიროებსა და შიდა წყალსატევებზე; დასავლეთ ევროპაში გვხვდება ზომიერ განედებშიც. იზამთრებს ხმელთაშუა და წითელი ზღვების, სპარსეთის ყურის სანაპიროებზე და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. იკვებება მრავალნაირი უხერხემლოებით, რომლებსაც მიწის ზედაპირზე აგროვებს, ხშირად — ტალახში მიქცევის დროს. ცალკეულ წყვილებად ბუდობენ ქვიშიან, კენჭიან და ნიჟარებიან ცელებზე, სანაპიროს დიუნების ძირში, იშვიათად ღორღიან ტუნდრაში. საბუდარი ორმო ჩვეულებრივ საფენის გარეშეა. დედალი დებს 4 კვერცხს, ორივე მშობელი კრუხობს 24 დღის განმავლობაში, 21–23 დღე კი ბარტყებს უვლიან.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- მეჭვავიასნაირნი
- ოჯახი
- მეჭვავიასებრნი
- გვარი
- მეჭვავია
- სახეობა
- ყელსახვევიანი წინტალა
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















