ენციკლოპედია
ოჩოფეხა

ფოტო: Paolo Zucca (CC-BY) · iNaturalist

ოჩოფეხა

Black-winged stilt

Himantopus himantopus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები
📍

საქართველოში აღმოჩენილია 1,581 ჩანაწერი.

ხმა

call · Maishukur, Kazakhstan · Agris Celmins (CC BY-NC-ND) · Xeno-Canto XC1141180

აღწერა

ოჩოფეხა, ფეხჭოჭინა (ლათ. Himantopus himantopus) — ფრინველთა მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს. აქვს გრძელი ნისკარტი და მაღალი წითელი ფეხები. ზურგი, კეფა, კისრის უკანა მხარე და ნისკარტი შავი, თეთრი მუცელი. კოსმოპოლიტური ფორმაა — გავრცელებულია თითქმის ყველგან. საქართველოში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენისას. ოჩოფეხა ბინადრობს ზღვებისა და ტბების ქვიშნარ ნაპირებზე. ბუდობს კოლონიებად. მაისში დედალი დებს 4 კვერცხს, კრუხობს 25 დღე-ღამე. ოჩოფეხა იკვებება წყლის მწერებითა და მათი მატლებით, თევზებისა და ბაყაყების ქვირითით.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მეჭვავიასნაირნი
ოჯახი
Recurvirostridae
გვარი
Himantopus
სახეობა
ოჩოფეხა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)