ველის არწივი
Steppe eagle
Aquila nipalensis
წონა
2.5–3.5 kg
საქართველოში აღმოჩენილია 4,791 ჩანაწერი.
ხმა
call · Darb Bani Sha'ba, Asir Principality, Aseer Province, Saudi Arabia · David Darrell-Lambert (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC879526
აღწერა
ველის არწივი (ლათ. Aquila nipalensis) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. ზომით ოდნავ ჩამორჩება მთის და ბეგობის არწივებს; მისი სხეულის სიგრძეა 67–86 სმ, ფრთების შლილი 175–230 სმ, მასა 2,5–4,5 კგ. თითქმის მთლიანად მუქი ყავისფერია, კეფა ღია ფერისაა, ზოგჯერ წითური. ფრთები ფართო, ნისკარტი მუქი, თვალის ფერადი გარსი — ყავისფრიდან ყვითლამდე. ფეხები და ცვილიანა ყვითელია. ამავე შეფერილობისაა კანი პირის ჭრილის გარშემო, რომელიც თვალს სცილდება, განსხვავებით სხვა არწივებისაგან. ღია მოყვითალო-მოყავისფრო და მომქნევ ბუმბულებზე მუქი ზოლები გასდევს. კუდის ბოლოს ფართო შავი არშიაა. იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდა ფრინველების შეფერილობა ვარიაციულია, ინდივიდთა უმრავლესობა ფრთის დიდი მფარავი ბუმბულების წვერები მოთეთრო-ბეჟი აქვთ და ფრთის შუაში მთლიან 2 ზოლს წარმოქმნიან, რომელიც ფრენის დროს კარგად შესამჩნევია. ფრთის ქვედა მხარეზე გადის განიერი, ცენტრალური მოთეთრო ზოლი, კუდის კიდე ღია ფერისაა. ხმა — ხრინწიანი „წკავწკავი“.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ქორისნაირნი
- ოჯახი
- ქორისებრნი
- გვარი
- არწივი
- სახეობა
- ველის არწივი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















