თეთრკუდა ფსოვი
White-tailed eagle
Haliaeetus albicilla
წონა
4–6.9 kg
საქართველოში აღმოჩენილია 1,230 ჩანაწერი.
ხმა
call · Sataniv, Khmelnytskyi district, Khmelnytskyi region, Ukraine · Taras Vykhovanets (CC BY-NC-ND) · Xeno-Canto XC1018878
აღწერა
თეთრკუდა ფსოვი, ან ჩვეულებრივი ფსოვი (ლათ. Haliaeetus albicilla) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 70–90 სმ, ფრთების შლილი 200–245 სმ, მასა 3075–6920 გრამი. ზრდასრულს აქვს დიდი და ძლიერი ყვითელი ნისკარტი, მოკლე, სოლისებრი, თეთრი ფერის კუდი და ფართო ფრთები. თავი და კისერი მუქი ყავისფერია. ახალგაზრდას აქვს მუქი ნისკარტი და მოყავისფრო-მოშავო დაწინწკლული შეფერილობა, მკერდზე განივი ლაქები, კუდის ზედა მხარეს მარმარილოსებრი ნახატი, გრძივი ფრთის ქვედა მხარეზე იღლიის ბუმბულები ღია ფერისაა; მუქი არშიები არტყია საჭისა და მომქნევ ბუმბულებს. ხმა — ყრუ „კრა-კრა“.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- ქორისნაირნი
- ოჯახი
- ქორისებრნი
- გვარი
- ფსოვი
- სახეობა
- თეთრკუდა ფსოვი
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















