დიდი ჭოვილო
Common greenshank
Tringa nebularia
წონა
280 g
საქართველოში აღმოჩენილია 930 ჩანაწერი.
ხმა
alarm call, call · Umurbey Deltası, Lapseki, Çanakkale, Turkey · Murat Uyman (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC439374
აღწერა
დიდი ჭოვილო, მწვანეფეხა მენაპირე (ლათ. Tringa nebularia) — ფრინველი ჩიხუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35 სმ-მდე, ფრთის შლილი 68–70 სმ, მასა 280 გ-მდე. აქვს გრძელი, რუხ-მწვანე ფეხები და გრძელი, ძლიერი და ოდნავ აღუნული ნისკარტი. სხეულის ზედა მხარე ყავისფერ-რუხია, ხოლო ქვედა თეთრი. არ გამოიხატება სქესობრივი დიმორფიზმი. მისი ბუნებრივი მტრები მტაცებელი ფრინველები არიან. საერთოდ, მშიშარა და ფრთხილი ფრინველია, კარგად ცურავს და ყვინთავს. ბინადრობს მცირე წყალსატევებთან ახლოს, მაგალითად ჭაობებთან და საგუბარებთან. გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპასა (ისლანდიის გარდა) და აზიაში. ზამთარში გადაფრენა ახასიათებს ხმელთაშუაზღვისპირეთში, დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაში; საქართველოში გვხვდება გადაფრენისას. იკვებება ჭიაყელებით, კიბოსნაირებით, მწერებით და მათი ლარვებით. თავისი ნისკარტის წყალობით ადვილად იჭერს თევზს წყალში. გამრავლების პერიოდი მაისიდან ივლისამდე გრძელდება. ბუდე მიწაზე არსებული ჩაღრმავებაა, რომელიც ბალახითაა ამოფენილი. დედალი დებს 4–5 მოზრდილ კვერცხს; კრუხობს ორივე მშობელი 25 დღის განმავლობაში. ცხოვრების პირველივე დღიდან აქტიურები არიან.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- მეჭვავიასნაირნი
- ოჯახი
- ჩიბუხასებრნი
- გვარი
- ჭოვილო
- სახეობა
- დიდი ჭოვილო
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















