ენციკლოპედია
მსევანი

ფოტო: Frans Vandewalle (CC-BY-NC) · iNaturalist

მსევანი

Common redshank

Tringa totanus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

120 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 455 ჩანაწერი.

ხმა

alarm call, call · Storsjö, Berg Municipality, Jämtlands län, Sweden · Hans Norelius (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1139847

აღწერა

მსევანი, წითელფეხა ჭოვილო, წითელფეხა მენაპირე (ლათ. Tringa totanus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 28 სმ, მასა 120 გ, ფრთის შლილი 50 სმ. სხეულის ზედა ნაწილი შეფერილია მურა-რუხად, აყრია ჭრელი ლაქები, ხოლო ქვედა — თეთრად. ფეხები ნარინჯისფერ-წითელია. გავრცელებულია ევრაზიაში, სამხრეთი ტაიგიდან ნახევარუდაბნოებამდე, დასავლეთით ტყეტუნდრამდე აღწევს, აღმოსავლეთში არეალი წყვეტილია; გვხვდება საქართველოშიც, სადაც მობუდარია. ბინადრობს ნესტიან მდელოებზე, ბალახოვან ჭაობებში და ტბის ნაპირებზე, გვხვდება მთის ტუნდრაში, 4000 მ სიმაღლემდე. იზამთრებს ევრაზიის სამხრეთ ნაწილში, აფრიკის სანაპიროების გასწვრივ. ხშირად ბუდობენ ჯგუფებად, იშვიათად — მეთოვლიასებრთა კოლონიებში. დედალი დებს 4 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი. გადაფრენას ივლისში იწყებენ და შემოდგომამდე აგრძელებენ. სანადირო ობიექტია, ეტანება სასოფლო-სამეურნეო მიწებს.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მეჭვავიასნაირნი
ოჯახი
ჩიბუხასებრნი
გვარი
ჭოვილო
სახეობა
მსევანი

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)