ენციკლოპედია
მებორნე

ფოტო: Sergey Pisarevskiy (CC-BY-NC-SA) · iNaturalist

მებორნე

Common sandpiper

Actitis hypoleucos

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

33–70 g

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 2,816 ჩანაწერი.

ხმა

call, flight call · Sarnens'kyi district, Rivnens'ka oblast, Ukraine · Jarek Matusiak (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC240497

აღწერა

მებორნე (ლათ. Actitis hypoleucos) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 19–21 სმ, ფრთის შლილი 38–41 სმ; მასა 33–70 გ აღწევს. დედალი მცირედ აღემატება მამალს. აქვს მოხდენილი აგებულება. ფეხები გრძელია, ფერად ჭუჭყიანი ყვითელი. ნისკარტი სწორი, საშუალო სიგრძის, ფერად ყავისფერი და ბოლოში მუქია. საქორწინო შეფერილობაში ზურგი მომწვანო-ყავისფერია ყავისფერივე შტრიხებით, მუცელი — თეთრი. ზამთრის შეფერილობა ერთფეროვანი მურაა. ცხოვრობს მარტო, მცირე გუნდებად მიგრაციის დროს და დასვენების ადგილებში იკრიბებიან. ბუდობს თითქმის მთელი ჩრდილოეთი ევრაზიის ტყის მდინარებთან ახლოს, შედის ნახევარუდაბნებსა და სამხრეთ ტუნდრაში, მაღალ მთაში ადის 4000 მ სიმაღლეზე; საქართველოში მობუდარ ფრინველად გვხვდება. იზამთრებს აფრიკაში (საჰარის სამხრეთით), სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში, ინდონეზიასა და ავსტრალიაში. იკვებება მწერებით, მათი ლარვებით, ობობებით, მოლუსკებით, თავკომბალებით, პატარა თევზებითა და კიბოსნაირებით. მონოგამები არიან. ბუდე მიწა აკეთებენ, რომელიც ან ორმოა, ან ფოთლებისგანაა შემდგარი; დედალი დებს 4 კვერცხს, ინკუბაცია 21–22 დღე გრძელდება. ბარტყები თვითონ მოიპოვებენ საკვებს მშობელთა დაცვის ქვეშ; ფრენას 22–28 დღის ასაკში იწყებენ.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მეჭვავიასნაირნი
ოჯახი
ჩიბუხასებრნი
გვარი
Actitis
სახეობა
მებორნე

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)