ენციკლოპედია
ჭყინპო

ფოტო: Aurelie Laurent (CC-BY-NC-SA) · iNaturalist

ჭყინპო

Jack snipe

Lymnocryptes minimus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

33–73 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 44 ჩანაწერი.

ხმა

song · Brånsjön, Vännäs, Västerbotten County, Sweden · Lars Edenius (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1106774

აღწერა

ჭყინპო, გარშნეპი, ჩიბუხელა (ლათ. Lymnocryptes minimus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 19-22 სმ, მასა 80 გ აღწევს. გრძელი, წვრილი ნისკარტი აქვს, ზურგი შავია და ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. თავის ზედა ნაწილი შავია, წინწკლები აყრია და გვერდებზე თეთრი ზოლები დასდევს. მუცელი მოთეთროა. გავრცელებულია ევრაზიის შუა და ჩრდილოეთ ზოლში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, შესაძლოა მცირე რაოდენობა ზამთრობდეს კიდეც. ბინადრობს ჭაობიან ადგილებში ან მდინარეთა დაჭაობებულ, ლელქაშიან ნაპირებზე. დებს 4 კვერცხს. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, ჭიებით, მოლუსკებით. ყველგან მცირერიცხოვანია. სპორტული ნადირობის ობიექტია.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მეჭვავიასნაირნი
ოჯახი
ჩიბუხასებრნი
გვარი
Lymnocryptes
სახეობა
ჭყინპო

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)