ენციკლოპედია
შავულა

ფოტო: Gabi Rusu (CC-BY-NC) · iNaturalist

შავულა

Green sandpiper

Tringa ochropus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

50–80 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 1,493 ჩანაწერი.

ხმა

flight call, song · Klesiv, Sarnens'kyi district, Rivnens'ka oblast, Ukraine · Jarek Matusiak (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC240530

აღწერა

შავულა, შავი ჭოვილო (ლათ. Tringa ochropus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 21–24 სმ, მასა შეადგენს 50–80 გ-ს, ფრთის შლილი — 41–46 სმ. ნისკარტი მოკლეა, ფერად შავი. სხეულის ზედა მხარე მოყავისფროა, აყრია წვრილი ლაქები. თავსა და კისერზე რუხ-ყავისფერი მორთულობა აქვს. კუდი ძირში თეთრია, ბოლოში — შავი. ფრენის დროს ქვევიდან თეთრი კუდი, შავი ფრთები და კუდს იქით ოდნავ გაცილებული ფეხები ჩანს. ბუდობს ზაფხულში, სკანდინავიიდან ციმბირამდე წიწვოვან ტყეებში. უპირატესობას ანიჭებს გაშლილ და ნოტიო ტყეებს, აგრეთვე ჭაობებს. გადაფრენა ახასიათებს. ზამთარს ზომიერ სარტყლებში ატარებს, მაგრამ წლის უმეტეს დროს ცენტრალურ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში გვხვდება. აქტიურია შებინდებისას. დამახასიათებელია მუდმივად მოძრავი კუდი. ხშირად ზის ხეებზე. იკვებება წყლის მწერებით, კიბოსნაირებითა და მცირე ზომის თევზებით. მეჭვავიასნაირთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, შავულა ბუდეს მიწაზე არ იკეთებს, არამედ იკავებს შაშვისებრთა მიტოვებულ ბუდეებს, უმთავრესად ბოლოშავასას. დედალი დებს 3–4 კვერცხს; ბარტყები გამოჩეკიდან მალევე ტოვებენ ბუდეს და მშობლებთან კიდევ მცირე ხნით რჩებიან. შავულას სიცოცხლის ხანგრძლივობა 8–11 წელს შეადგენს.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მეჭვავიასნაირნი
ოჯახი
ჩიბუხასებრნი
გვარი
ჭოვილო
სახეობა
შავულა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)