ენციკლოპედია
გოჭა

ფოტო: Christoph Moning (CC-BY) · iNaturalist

გოჭა

Great snipe

Gallinago media

საფრთხესთან ახლოს (NT)ფრინველები
📍

საქართველოში აღმოჩენილია 50 ჩანაწერი.

ხმა

dawn song, song · Kandestederne, Frederikshavn Municipality, North Denmark Region, Denma · János Schadl (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1133855

აღწერა

გოჭა (ლათ. Gallinago media) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. აქვს 35 სმ სიგრძის სხეული, 200 გრამამდე წონა, მურა ფერის ბულბული მუქი ხაზებით. გავრცელებულია ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში, ყოფილ სსრკ-ში — დასავლეთ საზღვრიდან ენისეიმდე და სამხრეთ ტუნდრიდან ტყე-სტეპის ზონამდე. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის დროს. გაზაფხულზე გოჭა საგრძნობი რაოდენობით მოფრინდება ხოლმე მდინარეების მტკვრისა და არაგვის დინებათა გაყოლებით და მიისწრაფის ჩრდილოეთისაკენ, კავკასიონის ქედზე გავლით. იგი დროებით ჩერდება გარდაბნის ტრამალებში, მტკვრის ნაპირებთან სველ მინდვრებში, მუხრანის, სკრის, ხვედურეთის, გორისა და ერწოს ტბის ჭაობებში. საქართველოში იგი აპრილის მეორე ნახევარში ჩნდება. ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაფრენა მაისის შუა რიცხვებში იწყება და ივნისის დასაწყისამდე გრძელდება. ბუდეს ჭაობიან ადგილებში მიწაზე იკეთებს. დებს 4 მსხვილ, დაწინწკლულ კვერცხს. ინკუბაცია 17-18 დღე-ღამე გრძელდება. ბარტყები სწრაფად იზრდებიან, ერთი თვისა უკვე ზრდასრულნი არიან და დედას შორდებიან. იკვებება მწერების მატლებით, ჭიებით და ლოკოკინებით, რითაც სარგებლობა მოაქვს მეურნეობისათვის. გოჭა სპორტული ნადირობის ობიექტია.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მეჭვავიასნაირნი
ოჯახი
ჩიბუხასებრნი
გვარი
ჩიბუხა
სახეობა
გოჭა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)