ენციკლოპედია
ისლანდიური მექვიშია

ფოტო: Miguel A Mejias, PhD. (CC-BY-NC) · iNaturalist

ისლანდიური მექვიშია

Red knot

Calidris canutus

საფრთხესთან ახლოს (NT)ფრინველები

წონა

100–200 g

თანაცხოვრება

მონოგამური

📍

საქართველოში აღმოჩენილია 86 ჩანაწერი.

ხმა

call, flight call, nocturnal f · Montpellier, Hérault, Occitanie, France · Thierry THOMAS (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1133193

აღწერა

ისლანდიური მექვიშია (ლათ. Calidris canutus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 23–27 სმ, მასა 125–205 გრამი, ფრთების შლილი 57–60 სმ. მობუდარი ფრინველის მუცელი ნარინჯისფერია, ზედა მხარე მოხატულია ოქროსფრად, მკრთალ ყვითლად, ჟანგისფრად და შავად. არამობუდარი და მოზარდი ზევიდან მოყავისფრო რუხია, ქვევიდან უფრო მკრთალი. ნისკარტი შავი, ფეხები შავი ან მწვანე. ზაფხულში ბინადრობს არქტიკის მშრალ ტუნდრაში, მათ შორის ფერდობებზე მწირი მცენარეულობით; ალასკიდან (აშშ) გრენლანდიის (დანია) გავლით ჩრდილოეთ რუსეთამდე. ზამთარში ინაცვლებს სამხრეთით (მიგრაციისას ორივე გზაზე 22 000-მდე კილომეტრს ფარავს); იზამთრებს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ჩრდილო-დასავლეთ ევროპის, დასავლეთ აფრიკის (ტუნისიდან და მაროკოდან სამხრეთ აფრიკამდე), სამხრეთ აზიისა და ავსტრალიის წყნარი და ატლანტის ოკეანეების სანაპიროებზე. ამ დროს შეინიშნება ქვიშიან ნაპირებზე, ვატებზე, ლაგუნებში, ესტუარებში, აგრეთვე სანაპიროსგან შორს არსებულ ადგილებში, სადაც ახლოსაა წყალსატევები. ბუდე ბდებარეობს მიწაზე, წყალთან ახლოს; წარმოადგენს არაღრმა ორმოს, რომელიც ამოფენილია ფოთლებით, ლიქენებითა და ხავსით. დებს 3–4 ღია ზეთისხილისფერ-მწვანე კვერცხს მცირე ზომის ყავისფერი ლაქებით (გაბარიტები — 3,8–4,5🞩2,6–3,1 სმ). კრუხობს ორივე მშობელი (ჩვეულებრივ, მამალი უფრო დიდხანს), ინკუბაცია 21–22 დღე-ღამე გრძელდება. ახალგამოჩეკილი ბუდეს მალევე ტოვებს. საკვებს თვითონვე მოიპოვებს.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მეჭვავიასნაირნი
ოჯახი
ჩიბუხასებრნი
გვარი
მექვიშია
სახეობა
ისლანდიური მექვიშია

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)