ქვიშაქექია
Sanderling
Calidris alba
წონა
40–100 g
საქართველოში აღმოჩენილია 740 ჩანაწერი.
ხმა
call · Rosslare Harbour, Wexford, County Wexford, Ireland · Paul Kelly (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1137318
აღწერა
ქვიშაქექია (ლათ. Calidris alba) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა დაახლ. 18 სმ, ფრთის შლილი 40–45 სმ, მასა 45–75 გ. ფეხები სამთითიანია (უკანა თითი არ აქვს). ზურგი შავია წითური ლაქებით, ზამთარში — ღია რუხი, მუცელი თეთრი; აქვს მოკლე, სწორი, შავი ნისკარტი, ფრენისას აჩენს ფრთის თეთრ ზოლსა და ფრთის კუთხის მუქი ფერის ლაქას; არამობუდარს აქვს ნაცრისფერი ზურგისა და თეთრი მუცლის მხარეები; წლევანდულას ზურგი შავ-თეთრია. გავრცელებულია უკიდურესი ჩრდილოეთი ციმბირისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზღვისპირა ტუნდრაში, გრენლანდიაზე და არქტიკის რამდენიმე კუნძულზე. ზამთრობს სამხრეთ აზიის, ავსტრალიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ზღვის სანაპიროებზე; საქართველოში გვხვდება გადაფრენისას. ბუდეს მიწაზე აკეთებს. დებს 4 ზეთისხილისფერ-ყვითელ შავლაქებიან კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი, ინკუბაცია 23–24 დღე-ღამე გრძელდება. იკვებება მწერებითა და სხვა მცირე უხერხემლოებით, ზოგჯერ ტუნდრის მცენარეულობის კვირტებით.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- მეჭვავიასნაირნი
- ოჯახი
- ჩიბუხასებრნი
- გვარი
- მექვიშია
- სახეობა
- ქვიშაქექია
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















