კოხტა ჭოვილო
Spotted redshank
Tringa erythropus
წონა
121–205 g
საქართველოში აღმოჩენილია 225 ჩანაწერი.
ხმა
alarm call, call · Fengxian Wetlands, Shanghai, China · Ray Tsu 诸仁 (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC1136767
აღწერა
კოხტა ჭოვილო, სირბატონა, წინწკლებიანი მენაპირე (ლათ. Tringa erythropus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 29–33 სმ, მასა 110–200 გ, ფრთების შლილი 48–52 სმ. შემოდგომით და ზამთარში კოხტა ჭოვილო რუხი ფერისაა მოთეთრო ქვედა მხარეთი, ფეხები წითელია; საქორწინო შეფერილობა თითქმის მთლიანად შავია, თეთრი „სოლით“ ზურგზე და ამავე ფერის ფრთის შიდა მხარეებით, ფეხები ამ დროს მუქია. ნისკარტი მუქია, ქვედა ნისკარტი ფუძეში წითელია. ბინადრობს ევრაზიის (სკანდინავიიდან ჩუკოტკამდე) ჩრდილოეთი ტაიგის სამხრეთ ტუნდრაში, ტყეტუნდრაში, ტუნდრისმაგვარ ჭაობებში. იზამთრებს სუბტროპიკებსა და ტროპიკებში, აგრეთვე დასავლეთი ევროპის სანაპიროებზე. მობუდარი დასახლებები არ აქვთ. დედალი დებს 4 კვერცხს; თავიდან მშობლები მორიგეობით კრუხავენ, ბოლოს — მხოლოდ მამალი. მცირერიცხოვანი, სპორადულად გავრცელებული სახეობაა.
მეცნიერული კლასიფიკაცია
- სამეფო
- Animalia
- ტიპი
- Chordata
- კლასი
- ფრინველები
- რიგი
- მეჭვავიასნაირნი
- ოჯახი
- ჩიბუხასებრნი
- გვარი
- ჭოვილო
- სახეობა
- კოხტა ჭოვილო
სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.
სრულად აპლიკაციაშიმსგავსი სახეობები
ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)




















