ენციკლოპედია
რუხი კოკორინა

ფოტო: Phuwarin Suchartbunmak (CC-BY-NC) · iNaturalist

რუხი კოკორინა

Terek sandpiper

Xenus cinereus

ნაკლები რისკი (LC)ფრინველები

წონა

50–120 g

📍

საქართველოში აღმოჩენილია 222 ჩანაწერი.

ხმა

call, flight call · Jiuduansha Wetland National Nature Reserve, Shanghai, China · Ray Tsu 诸仁 (CC BY-NC-SA) · Xeno-Canto XC838600

აღწერა

რუხი კოკორინა, ნისკარტაპრეხილი მექვიშია (ლათ. Xenus cinereus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 22–27 სმ, ფრთის შლილი 55–59 სმ, მასა 50–120 გ. აგებულება მოხდენილია. სხეულის ზედა ნაწილი მორუხო-მურაა შავი ზოლებით ზურგის გაყოლებაზე, ქვედა — თეთრი; კისერზე წინიდან გრძივი ჭრელი ლაქები აყრია. ფეხები შედარებით მოკლეა, თითების ძირში საცურაო აპკები აქვს, ფერად ყვითელი, ნარინჯისფერი ან მორუხო-მწვანე. ნისკარტი გრძელი, წვრილი, მურა-შავია, შედარებით ღიაა ძირში; შესამჩნევად მოღუნულია ზედა მიმართულებით. დედალ-მამალი ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ახალგაზრდა ფრინველები მეტად მუქები და ზურგზე მოწითურონი არიან. ზამთრის მოკაზმულობაში ზედა ნაწილი რუხია, ქვედა — თეთრი. სახლობს ევროპისა და აზიის ტუნდრისა და ტყეტუნდრის ზონაში (დასავლეთი ფინეთიდან ანადირის ზემო წელამდე). ზამთრობს აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, იშვიათად ავსტრალიაში. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე ან ნესტიან მდელოებზე. ბუდეს მიწაზე აკეთებს, ბალახში ან ტყეში, ჩვეულებრივ დებს 4 კვერცხს; კრუხობს ორივე მშობელი 21–24 დღე-ღამის განმავლობაში. ბარტყები უპირატესად მამას დაჰყავს 15–17 დღის განმავლობაში; ისინი თვითონ იკვებებიან. ზრდასრული რუხი კოკორინა იკვებება მცირე უხერხემლოებით (მოლუსკებით, კიბოებით, მათ შორის მცირე კიბორჩხალებით), რომლებიც შლამიდან ამოჰყავს ან მიწაზე აგროვებს.

მეცნიერული კლასიფიკაცია

სამეფო
Animalia
ტიპი
Chordata
კლასი
ფრინველები
რიგი
მეჭვავიასნაირნი
ოჯახი
ჩიბუხასებრნი
გვარი
Xenus
სახეობა
რუხი კოკორინა

სანადირო და სათევზაო ინფორმაცია, რეგულაციები და რეკომენდაციები - Wildera აპლიკაციაში.

სრულად აპლიკაციაში

ტექსტი: ვიკიპედია (CC BY-SA)